ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
ფოტო გალერეა
ამინდი

ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
07 დეკემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი
------------... »»»
.....................................................................................
05 დეკემბერი 2017 წელი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტუნაძეებში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს
ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ ტუნაძეებში ხანძრის ადგილი დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტმა უკვე გაიყვანა ეს ოჯახები დროებით საცხოვრებელ ფართებში. ოჯახებს დახმარება გაეწევათ შეშით უზრუნველყოფის კუთხითაც. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ დაზარალებულები დახმარების სახით 10000-10000 ლარს მიიღებენ. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა კიდევ ერთი შენობა, რომელიც სოფლის საჯარო სკოლის დროებით ფართს წარმოადგენდა. ამ ეტაპზე უკვე მოძიებულია ალტერნატიული ფართი და სასწავლო პროცესი სოფელში უახლოეს დღეებში განახლდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის სოფელში აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს 4 სართულიანი შენობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის და პედაგოგებისთვის და ადმინისტრაციული დანიშნულების კაბინეტები. შენობაში განთავსდება სპორტული დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ მოპირკეთებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სრულად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი. მოეწყობა ლითონის კვადრატული ღობე. ასევე მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის. სამუშაოებს, რომლისთვისაც 658000 ლარია გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მეფური“ ახორციელებს. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასტან 2017 წლის 12 ივლისს გაფორმდა. სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.... »»»
.....................................................................................
04 დეკემბერი 2017 წელი
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომის ოქმი
სხდომის ოქმი... »»»
.....................................................................................
04 დეკემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში გესტ ჰაუსის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
ბრძანება... »»»
.....................................................................................
28 ნოემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სასტუმრო "ლეოგრანდში" გარდაცვლილებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ტრაგედიის ადგილი, მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და თანადგომა გამოუცხადეს.... »»»
.....................................................................................
27 ნოემბერი 2017 წელი
დღეს ხულოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასტუმრო „ლეო-გრანდში“ განვითარებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომის დაწყების წინ, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეო-გრანდში“ განვითარებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მომავალი კვირის სამომავლო გეგმები განიხილეს.... »»»
.....................................................................................
ცნობა
--------... »»»
.....................................................................................
24 ნოემბერი 2017 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვა გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვა გრძელდება. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,5 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1 მ-ს, ხოლო დაბლობში 50 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო შექმნილი შეფერხებების საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის გზების გაწმენდით სამუშაოებს მერიისა და საგზაო დეპარტამენტის 17 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. აქტიურად აწარმოებს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე დაბა ხულოში გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნენ. პრევენციულ ღონისძიებებში ჩართული არიან საგანგებო შტაბის სხვა წევრებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სწავლობდნენ შექმნილ მდგომარეობას.... »»»
.....................................................................................
24 ნოემბერი 2017 წელი
ხულოში ინტენსიური თოვა გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 60-70 მ-ს, ხოლო დაბლობში 30-40 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ტრანსპორტი გადაადგილდება. მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 17 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა აქტიურად მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო რამდენიმე საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბი მერის გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით არის მუდმივ მზადყოფნაში და საჭიროების შემთხვევაში ხდება არსებული პრობლემის ადგილზე შესწავლა. მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტში არსებული ყველა შესაბამისი უწყება.... »»»
.....................................................................................
21 ნოემბერი 2017 წელი
დღის წესრიგი
--... »»»
.....................................................................................

ქართული English
ძიება ვებ–გვერდზე
თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
     მუნიციპალიტეტის რუქა
         
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხულოს მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: 708 468 web counter ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”